კვების ზონა
FOOD ZONES
Tbilisi Style 21-ზე შეხვდებით ძველი ქართული არქიტექტურის სტილში შექმნილ კვების ობიექტებს, ოდებსა და ტრადიციული სახლების ინსპირაციით მოწყობილ სივრცეებს, რომლებიც ფესტივალს უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას მისცემს.
Food Zones-ში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო. კერძებს მოამზადებენ შეფ-მზარეულები იტალიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, რაც სტუმრებს მრავალფეროვან და თანამედროვე გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს.
ფესტივალის მასშტაბიდან გამომდინარე, შეფები და მათი გუნდები იმუშავებენ სწრაფად და ეფექტურად, რათა შეკვეთების გაცემა ოპერატიულად მოხდეს და სტუმრებს დიდხანს რიგში დგომა არ მოუწიოთ.
კვების ობიექტები განლაგებული იქნება ერთ ცენტრალურ და ორ დამატებით, უფრო მცირე ზონაში, რაც გადაადგილებასა და სერვისის მიღებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ასევე ხელმისაწვდომი იქნება ვეგეტარიანული და ვეგანური არჩევანი.
FOOD ZONES-ში დაგხვდებათ
კომფორტული დასაჯდომი და დასასვენებელი სივრცეები;
ღია სამზარეულოს კონცეფცია — Live Cooking;
ღამის კვების ზონა — Late-Night Food, რომელიც ფესტივალის ბოლომდე იმუშავებს;
სწრაფი და ოპტიმიზებული მენიუ;
ფესტივალის ტემპზე მორგებული თანამედროვე სერვისის სისტემა, რომელიც ამცირებს ლოდინის დროს.
ფესტივალზე გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, უსაფრთხო და გამართულ მომსახურებას.
Food Zone იქნება არა მხოლოდ კვების სივრცე, არამედ სოციალური და ვიზუალური გამოცდილება — ადგილი, სადაც გემო, კულტურა და ფესტივალის ენერგია ერთდება.
BARS
ფესტივალზე განთავსებული იქნება ბარების სისტემა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება სტუმრებისთვის.
მთავარი ბარი განთავსდება ცენტრალურ ზონაში, ხოლო დამატებითი ბარები — Food Zones-თან და სხვადასხვა ლოკაციებზე, რათა სტუმრებს ნებისმიერ წერტილში ჰქონდეთ სწრაფი მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
ეს სისტემა უზრუნველყოფს ნაკლებ რიგებს, სწრაფ სერვისს და ფესტივალის უწყვეტ დინამიკას.