Tbilisi Style 21
OUR STORY
გამარჯობა, მე ვარ ბექა აბზიანიძე, დაბადებული თბილისში.
პირველად კლუბში 17 წლის ასაკში მოვხვდი, რის მერეც დავინტერესდი ამ თემით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2019 წლიდან 2026 წლის ახალ წლამდე აღმოვჩნდი კიევში. ზუსტად აქ მივედი იმ აზრამდე, რომ უკვე დრო იყო, ჩემი ფესტივალის იდეა თქვენთვის გამეზიარებინა. ჯერ კიევში ვნახე, სად რა ხდებოდა, მერე მის საზღვრებს გავცდი, ვიყავი რამოდენიმე დიდ ფესტივალზე, სადაც ვნახე, თუ რა ატმოსფერო იქმნებოდა დიდი ფესტივალის დროს. ამ დროისათვის ჩემი ინსტაგრამის გვერდი რომ გაგეხსნათ, თუ სადმე რამე კარგი ივენთი ეწყობოდა ყველას თვალყურს ვადევნებდი, რა თქმა უნდა თბილისის ივენთებსაც ვუყურებდი და ვიცოდი თუ რა ხდებოდა იქ. თბილისი “ძერსკი” ქალაქია, რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი უხდება. ზუსტად იმ პერიოდში, კიევში ჩემი პატარა თემა მქონდა, სადაც ერთმა უკრაინელმა კაცმა რკინისგან, თავისი გაკეთებული ყურძნის მტევანი მაჩუქა, თან იმ დროს ყურძნის ქვეყნიდან ჩასული, ვინოგრადარზე ვცხოვრობდი. ზუსტად აქედან გამიჩნდა სურვილი მომეწყო ფესტივალი Tbilisi style 21 რომელშიც ყურძენი დიდ როლს დაიკავებდა. ამის შემდეგ დავიწყე ფესტივალზე ფიქრი, სადაც გაერთიანებული იქნებოდა ქართული კულტურა და დღევანდელი დღის თანამედროვე ელექტრონული მუსიკა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანების გაერთიანება შემეძლო , სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შემექმნა დიდი ფესტივალი, სადაც თბილისელ ნიჭიერ და საქმის მცოდნე ახალგაზრდებს საერთო თბილისურ იდეაში გავაერთიანებდი Tbilisi style 21