Tbilisi Style 21Tbilisi Style 21
Tbilisi Style 21

მისია

Tbilisi Style 21 — თქვენი მხარდაჭერა

Tbilisi Style 21-ის ფესტივალის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 30 000 ადამიანის მხარდაჭერა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ქართველი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

ამ მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ 2027 წელს ჩავატაროთ Tbilisi Style 21, ავაშენოთ თბილისში უზარმაზარი ქვევრი და შევქმნათ ატმოსფერო, რომლის ნახვისას ნებისმიერი ადამიანი ენერგიით დაიმუხტება.

ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ქართული კულტურა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე მიმართულებები, ხოლო ნიჭიერ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ ევროპული დონის ფესტივალი, მოისმინონ მსოფლიო დონის დიჯეების ლაივ შესრულებები და მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ განვითარებაში დიდ ბიძგს მისცემს.

ქართველებს მუსიკისა და ცეკვის სფეროში დიდი პოტენციალი გვაქვს. საქართველოში არც მუსიკალური სმენის და არც კრეატიულობის პრობლემა არ არსებობს — საჭიროა ადამიანების გაერთიანება.

Tbilisi Style 21-ს და მუსიკის კრეატიულ მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დიდ ქვეყნებს ანახონ, თუ რა შეუძლია ადამიანების გაერთიანებას.

ჩვენ გვჯერა, რომ Tbilisi Style 21-ს აქვს პოტენციალი, ადამიანების მხარდაჭერით გადაიქცეს მსოფლიო დონის ფესტივალად, რომელიც შეძლებს ჩატარდეს სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად გაზარდოს ნებისმიერი რეგიონის ტურისტული მიმზიდველობა — ზუსტად ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ Tomorrowland, Ultra, Zamna და სხვა წამყვანი ფესტივალები.

ქართველებს გვაქვს შესაძლებლობა დავმკვიდრდეთ ამ სფეროში და გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლები მსოფლიო ასპარეზზე.

თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

თუ თქვენც გსურთ, რომ თბილისში ჩატარდეს ევროპული დონის „Tbilisi Style“, აუცილებლად დაგვჭირდება თქვენი გვერდში დგომა.

დახმარება შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით:

ბილეთების შეძენა;
ინფორმაციის გაზიარება;
ევროპელი მეგობრების ჩართულობა;
ან ნებისმიერი სხვა სახის მხარდაჭერა.

Tbilisi Style 21-ის გუნდს აუცილებლად სჭირდება კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე არ ფიქრობენ, არამედ ზრუნავენ საქართველოს სახელის საერთაშორისო მასშტაბით გაპიარებასა და წინ წაწევაზე.

Tbilisi Style 21 — ეს არის იდეა, რომელიც ადამიანების გაერთიანებით შეიძლება მსოფლიო დონის ფესტივალად იქცეს.

ბილეთების ყიდვა