Tbilisi Style 21
Main Stage
Tbilisi Style-ზე გვექნება დიდი მთავარი სცენა მასშტაბით 60 × 15 მეტრი. სცენა, სადაც თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა. აქ დაგხვდებათ უნიკალური დეკორაცია ადამიანის ხელები, ქცეული DJ-ის მაგიდად, სადაც დიდი ევროპელი დიჯეები საკუთარ მაქსიმუმს დადებენ.
მთავარ სცენაზე იქნება ვაზითა და ყურძნის მტევნებით დაფარული კედელი, რომელსაც კიდევ უფრო გააძლიერებს მასშტაბური LED ეკრანები და ევროპული სტილის პროფესიონალური ტექნიკური აპარატურა.
ეს არის ადგილი, სადაც ენერგია, ვიზუალი და მუსიკა ერთ დიდ შოუდ ერთიანდება. ქართული კულტურა და ევროპული თანამედროვეობა აქ ერთ სივრცეში იკრიბება, ეს არის Tbilisi Style 21
მთავარ სცენაზე ყოველდღე წარდგება 6 დიჯეი, რომლებიც შექმნიან სრულ ღამის მუსიკალურ მოგზაურობას. სცენაზე იქნება მოძრავი ეკრანები, რომლებიც ყოველდღე შეიცვლიან ფორმას და ვიზუალურ კონცეფციას, რაც თითოეულ დღეს უნიკალურ შოუს გახდის. ყოველდღე მთავარ სცენაზე ასევე გამოვა ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი დიჯეი, რომელიც დიდ არტისტებთან ერთად დაუკრავს როგორც თანატოლი და მაყურებელს შესთავაზებს ძლიერ, ენერგიულ ბექს.
მუსიკა სცენაზე არ იქნება შეზღუდული ერთ ჟანრში აქ სხვადასხვა ელექტრონული მიმართულება ერთ ენერგიად გადაიქცევა და ყოველ ღამეს ახალ გამოცდილებად აქცევს.