Tbilisi Style 21
QVEVRI STAGE
Tbilisi Style 21-ის ფესტივალზე შეხვდებით უზარმაზარი ქვევრის ნაგებობას. ქართველები ოდითგანვე ქვევრს იყენებდნენ ღვინის დასამზადებლად ეს არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის და ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურმა მეთოდმა საქართველო მსოფლიოს გააცნო, როგორც ღვინის დამზადების ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული სამშობლო.
ახლა კი გექნებათ საშუალება დიდ ქვევრში მაქსიმალურად „გაიწუროთ“ ყურძნებივით, რადგან აქ შეხვდებით ტექნოს მოყვარულ დიჯეებს, რომლებიც მთავარი სცენისგან განსხვავებით შემოგთავაზებენ შედარებით უფრო მძიმე, ბნელ და ინდუსტრიულ ტექნოს მიმართულებებს hard techno, industrial techno, peak-time techno და underground rave sound-ებს, რაც მთელი ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს მაქსიმალურ ენერგიასა და დატვირთვას მისცემს.
ქვევრის შიგნით ჭერზე გამოსახული იქნება უნიკალური ქართული სამი ანბანი. სცენის ცენტრში განთავსებული იქნება ამოტრიალებული დიდი სამკუთხედის ფორმის LED ეკრანი, რომელიც შექმნის ძლიერ ვიზუალურ ფოკუსს. ასევე იქნება ორი აივანი ჯოკერ და VIP ზონისთვის. მთლიანად ქვევრში დაეტევა 7000 ადამიანი.