ჯოკერ ბილეთი
JOKER TICKET
ჯოკერ ბილეთი არის სპეციალური კატეგორიის ბილეთი Tbilisi Style 21-ისთვის, რომელიც მფლობელს ჯოკერ ზონაში შესვლის შესაძლებლობას და განსაკუთრებულ სტატუსს აძლევს.
ჯოკერ ბილეთის მფლობელი ხდება Tbilisi Style 21-ის ოფიციალური „ჯოკერ ადამიანი“.
შენი DJ — შენი არჩევანი
Tbilisi Style 21-ს ეყოლება თავისი რჩეული „ჯოკერ დიჯეი“, რომელსაც აუდიტორია თავად აირჩევს. მომხმარებლებს შეუძლიათ სოციალურ ქსელებში მოგვწერონ ან დაგვთაგონ და დაასახელონ თავიანთი ფავორიტი არტისტი.
ორგანიზაცია დაუკავშირდება არჩეულ დიჯეის და შეეცდება, ხალხის სურვილით, ის Tbilisi Style 21-ის ოფიციალურ Joker DJ-ად დაასახელოს. მას ფესტივლისგან გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი და ჯოკრის ნიშანი.
როგორც Gotham City-ს ჰყავდა თავისი ჯოკერი, Tbilisi Style 21-საც ეყოლება თავისი ჯოკერი, რომელსაც პირველივე ფესტივალზე 5000 „ჯოკერ ადამიანი“ გაუმაგრებს ზურგს.
ეს საზოგადოება ყოველწლიურად გაიზრდება — ყოველ სეზონზე დაემატება 200–300 ახალი ჯოკერ ადამიანი.
ჯოკერის პრივილეგიები
„ჯოკერ ადამიანები“ VIP-ზე მაღალი სტატუსის მფლობელები იქნებიან და მიიღებენ:
ფასდაკლებებს Tbilisi Style 21-ის მომავალ ღონისძიებებზე;
სპეციალურ Joker პრივილეგიებს;
მუდმივ წვდომას Joker სისტემის უპირატესობებზე.
ჯოკერ ბარათი არ კარგავს მოქმედებას არცერთ მომავალ Tbilisi Style 21 ფესტივალზე.
რაც უფრო გაიზრდება ჯოკერ ადამიანების საზოგადოება, მით მეტი სიურპრიზი და ექსკლუზიური გამოცდილება დაემატება მათ.
ჯოკერ ბილეთი 2026 წლის 30 ნოემბრამდე ხელმისაწვდომი იქნება აქციის ფარგლებში.